მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიად ქორიძე უარყოფს, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება მარგველაშვილისა და საპატრიარქოს შეთანხმების...

ზვიად ქორიძე უარყოფს, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება მარგველაშვილისა და საპატრიარქოს შეთანხმების მიუხედავად მთავრობამ ჩაშალა

Published on

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე გამოეხმაურა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე მიტროპოლიტ დანიელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მარგველაშვილს გიორგი მამალაძის შეწყალების სურვილი ქონდა, ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ხელისუფლების ჩარევით ეს შეწყალება ჩაიშალა. ქორიძის თქმით, ამ საკითხზე თავად კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ:
 
„მაშინ პირადად ჩემი ინიციტივით განსაკუთრებული გარემოებით კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე. დებულება, როგორც ითვალისწინებდა, რომ კომისიის ყველა წევრს დადებითი პასუხი უნდა გაეცა, ანუ, კონსესუსით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა რეკომენდაცია, ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე.
 
მაშინ პრეზიდენტმა გაიზიარა კომისიის ეს დამოკიდებულება და მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება არ გამოუყენებია. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი ამაზე მარგველაშვილთან და არასოდეს ამ საუბრის დროს არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...