მთავარისიახლეებიეკონომიკადახურული მაღაზიები და გათავისუფლებული თანამშრომლები-ახალ საბანკო რეგულაციებს ზუგდიდში პრობლემები მოჰყვა

დახურული მაღაზიები და გათავისუფლებული თანამშრომლები-ახალ საბანკო რეგულაციებს ზუგდიდში პრობლემები მოჰყვა

Published on

პრობლემები, რომელიც ახალ საბანკო რეგულაციებს მოჰყვა-მომხმარებელი საჭირო ნივთების შეძენას ბანკის განვადებით ვეღარ ახერხებს. მყიდველთა შემცირებული რაოდენობის გამო პრობლემები შეექმნათ მაღაზიებსაც. ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის მფლობელმა თანამშრომლები უკვე გააფრთხილა, რომ თებერვლის ბოლოდან ახალი სამსახური უნდა ეძებონ. ტექნიკაზე კი ლიკვიდაციაა გამოცხადებული.
 
რამდენიმე თვეა ზუგდიდის თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტიდან ბანკებმა საკუთარი წარმომადგენლებიც გაიწვიეს. ახალი რეგულაციების გამო გაყიდვებიც საგრძნობლად შემცირდა, დასაქმებულებს ხელფასებს ვეღარ უხდიან და თანამშრომლების რაოდენობაც უკვე განახევრებულია.
 
უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ ადგილობრივებიც, მათი თქმით შემოსავალი თითქმის არ აქვთ და მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად არიან.
 
ახალი საბანკო რეგულაციების უარყოფით გავლენაზე საუბრობს ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების ნეგატიური გავლენა უკვე სახეზეა, დაიკეტა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რამდენიმე მაღაზია, რეგულაციებმა მკვეთრად შეამცირა საერთო მოხმარების დონე ქვეყანაში. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისხა ეკონომიკის ზრდის ტემპზე და დასაქმების პრობლემაზე

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...