მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე და სხვები ე.წ....

ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე და სხვები ე.წ. მატროსოვის ციხიდან გადაყავთ

Published on

ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრებს სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ.
 
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გაცხადებენ, რომ  „მატროსოვი“ ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მისი სხვა ადგილას გადატანა იგეგმება.
 
რაც შეეხება იმას, ე.წ. მატროსოვის შენობას დაანგრევენ, თუ არსებული კონსტრუქციის რეაბილიტაცია მოხდება, უწყებაში არ აკონკრეტებენ. ხოლო შეკითხვაზე: სად მოხდება იმ მსჯავრდებულების გადაყვანა, რომლებიც სასჯელს №9 დაწესებულებაში იხდიან, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი „ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია“.
 
 
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, იგივე „მატროსოვის ციხეში“, სასჯელს ძალოვანი უწყების თანამშრომლები და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები იხდიან, მათ შორის ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გოგა ონიანი, ირაკლი ფირცხალავა. ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...