მთავარისიახლეებისაზოგადოებაილიაუნის სტუდენტები მესამე დღეა შიმშილობენ

ილიაუნის სტუდენტები მესამე დღეა შიმშილობენ

Published on

ილიაუნის სტუდენტები მესამე დღეა, რექტორის კაბინეტთან შიმშილობენ.მოთხოვნები უცვლელია – სასწავლებელში დაწყებული რეფორმის შეჩერება, ბიზნეს სკოლის პირვანდელი სახით აღდგენა და რექტორის, გიგა ზედანიას, გადადგომა.ხვალ სტუდენტები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს ხვდებიან.„ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით სამუშაო ჯგუფი, ათი კაციანით. ჩამოყალიბებული გვაქვს  უკვე ეს ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ რამე შეიცვლება. მოთხოვნებიდან რამე მაინც იქნება გათვალისწინებული იმიტომ, რომ ორ კვირაზე მეტია, უკვე ვაპროტესტებთ ამ რეფორმას და აქამდე არაფერი შეცვლილა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი უგრეხელიძემ.
სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებთან კონკრეტული მოთხოვნებით წარდგებიან. მათი თქმით, ჯერ არა აქვთ გეგმა, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
„პირველი არის ბიზნესსკოლის დაბრუნება. მეორე არის წესდების შეცვლა. მესამე არის აკადემიური საბჭოს დათხოვნა და მეოთხე უკვე უკიდურესი მოთხოვნა – გიგა ზედანიას გადადგომა. ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, შეიძლება, რაღაც დაკმაყოფილდეს, შეიძლება, საერთოდ არაფერი არ დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ჯერ გეგმები არ გვაქვს,“ – განაცხადა მარიამ ჯომიდავამ.
ამ დროისთვის მოშიმშილე სტუდენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...