იუსტიციის სახლთან სასტუმროს მშენებლობა აქციით გააპროტესტეს აქტიურმა მოქალაქეებმა, აქცია ფეისბუკგვერდზე ზუგდიდი თაიმსის ჯგუფმა დააანონსა.“ხელისუფლება უნდა მიხვდეს იმას, რომ გაითვალისწინოს ხალხის აზრი, რამდენჯერმე მოვითხოვეთ შეხვედრა და ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა არავინ დაინტერესდა და უკვე, როცა სპონტანურად დავაანონსეთ აქცია, მაშინ დაფაცურდნენ და ყველაფერს ვაკეთებთო. ეს არის რეკრეაციული ზონა და აქ სასტუმროს მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მარიკა თოდუამ. აქციას „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშიაც შეუერთდა.
სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა კომპანია m2 -ს სურს, 120 ადგილიანი სასტუმრო პროექტის მიხედვით ყინულის სახლის ადგილზე იგეგმება, ყონულის სახლის გადატანა კი ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს.