ვინ მოითბო ხელი შეშაზე, რომელსაც სამეგრელოს ერთერთი საბავშვო ბაღის ბავშვები უნდა გაეთბო?

0
451
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  სამეგრელოში ერთ-ერთი საბავშვო ბაღისთვის შეშის მიწოდების სანაცვლოდ, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. 
 
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს, დანაშაულში მხილებულმა პირმა, გაიმარჯვა სახელმწიფო ტედერში, რომლის საფუძველზეც სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის ჯამში 200 მ3 შეშა უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტებში გააყალბა რეალურად მიწოდებული შეშის მოცულობა და ფაქტობრივად გადაცემული 74 მ3 შეშის ნაცვლად, ანაზღაურება მოითხოვა და მიიღო შეშის სრულ – 200 მ3 მოცულობაზე. ამ გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
წინა სტატიადიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერის მიერ წარდგენილ “ბრექსიტის” სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიარუსულ გაზი აზერბაიჯანულზე მინიმუმ 20% -ით ძვირია, მაშ რატომ უნდა ვიყიდოთ იგი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური