მთავარისიახლეებიპოლიტიკავახტან ყოლბაია, შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე

ვახტან ყოლბაია, შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე

Published on

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.- ინფორმაციას ამის შესახებ  “ინტერპრესნიუსი''.
ავრცელებს 
 
სააგენტოს ცნობით, ,მარტში აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლუკა კურტანიძე განიხილება.
 
თავის მხრივ, ლუკა კურტანიძე აღნიშნულ ინფორმაციაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ამ მსხვერპლის გაღებისთვის მზად არის“.
 
„თუ ეს საკითხი განიხილება და ვინმე საუბრობს ამ თემაზე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე აფხაზეთთან მაკავშირებს დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია და დიდი იმედი, რომელიც მჯერა, ოდესმე განხორციელდება, მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი. მზად ვარ ამ მსხვერპლის გაღებისათვის. ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული შეწირულობისკენ. ერთადერთი ოცნება, რაც იქ დაბადებულ – გაზრდილს მაკავშირებს, არის რომ ოდესმე დავბრუნდეთ იქ საცხოვრებლად. მზად ვარ, თავი შევწირო იმას, რაც არის ჩვენთვის უმთავრესი – აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება,“- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ლუკა კურტანიძემ.
 
მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ აფხაზეთის მთავრობასაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც განაცხადეს, აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უკვე 6 წელია ვახტან ყოლბაიაა. მან პოსტზე 2013 წლის აპრილში გია ბარამია შეცვალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...