მთავარისიახლეებისამართალი"თიბისი ბანკი" ეროვნული ბანკის მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს

“თიბისი ბანკი” ეროვნული ბანკის მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს

Published on

ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდეთ და სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ, „თიბისი ბანკი“ განცხადებით გამოეხმაურა. „თიბისი ბანკის“ განმარტებით, ის ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რომ დაიცვას საკუთარი დ აქციონერების ინტერესები.
 
„თიბისი ბანკი“ გეგმავს, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნა სასამართლოში გაასაჩივროს. სამართლებრივ პროცედურებზე განმარტებები გააკეთა იურისტმა, ზვიად კორძაძემ.
 
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ისევე როგორც უსაფუძვლო იყო წინა სანქციები, რაც გამოყენებული იქნა. შესაბამისად, ეს არგუმენტები წარდგენილი იქნება სასამართლოში და ჩვენ მოვითხოვთ ამის გაუქმებას. გასაჩივრებული გვაქვს ამ ტრანზაქციის შესწავლის შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი სხვა გადაწყვეტილებები. სამართლებრივი კუთხით ვაგრძელებთ ამ საქმეს და ეს გადაწყვეტილებაც და ეს წერილებიც გასაჩივრებული იქნება სასამართლოში,“- განაცხადა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...