მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის მე-15 საჯარო ბაგა-ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია მოხდა, შენობასა და მის...

თბილისის მე-15 საჯარო ბაგა-ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია მოხდა, შენობასა და მის შემოგარენში გაურკვეველი ნივთიერების სუნი დგას

Published on

თბილისის მე-15 საჯარო ბაგა ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა და ბავშვების  ევაკუაცია მოხდა. –  ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი2 ავრცელებს.
 
ტელეკომპანიის  ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ  ბაღის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნი დგას, თუმცა  ამ დრომდე  არ არის დაზუსტებული,  სახელდობრ რა  ნივთიერებისაა ეს.
 
წინასწარი ვერსიით, სუნი საკანალიზაციო ქსელიდან , კერძოდ, სამზარეულოში, ნიჟარიდან ამოდის და აცეტონს მიაგავს,   არ არის გამორიცხულ, ი ეს იყოს  გარკვეული სამშენებლო მასალის სუნი, რომელიც კანალიზაციის ქსელში არის ჩაღვრილი. 
 
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ სპეციფიკური სუნი ბუნებრივი აირის გამო არ დგას. „მძაფრი ნივთიერების სუნია ცალსახად სველ წერტილებში. გაზი გამორიცხულია. ყველა შესაბამის უწყებას, საქალაქო სამსახურს მივმართეთ, ასევე, 112-ს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ საკითხის მოგვარება,“ – ამბობს იგი. 
 
თბილისის #15 ბაგა-ბაღის დირექტორის, მარიამ კაპანაძის განცხადებით, ბაღის შენობაში არ არის ქიმიური საშუალებები, რასაც შესაძლოა სპეციფიკური სუნი გამოეწვია.
 
„სავარაუდოდ, ეს  სუნი მოდის კანალიზაციების ჭებიდან,  მოგეხსენებათ, რომ  შენობა  მხოლოდ ბაღის კუთვნილება არ არის. რამდენადაც  ვიცი, ეს მოსახლეობიდან მოდის და ვერაფერს  ვუკავშირებ. კონკრეტულად ბაღში არანაირ ქიმიურ საშუალებას ჩვენ არ ვხმარობთ იმიტომ,  რომ არ გამოიწვიოს ბავშვების ალერგია,“ – ამბობს მარიამ კაპანაძე
 
.აცმშობლებს შეატყობინეს და მათ ბავშვები სახლებში მიჰყავთ და მათი ნაწილი მშობლებმა უკვე გაიყვანეს. 
 
ევაკუაციის გადაწყვეტილება კი საბავშვო ბარის ადმინისტრაციამ ბაღების სააგენტოსთან შეთანხმებით მიიღო. საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაუკავშირდა მშობლებს და ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებიდან გაყვანა სთხოვეს..დღეს ბაღში სულ 274 აღსაზრდელი იმყოფებოდა. მშობლებმა ყველანი   სახლებში წაიყვანეს.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...