მთავარისიახლეებიეკონომიკარუსულ გაზი აზერბაიჯანულზე მინიმუმ 20% -ით ძვირია, მაშ რატომ უნდა ვიყიდოთ...

რუსულ გაზი აზერბაიჯანულზე მინიმუმ 20% -ით ძვირია, მაშ რატომ უნდა ვიყიდოთ იგი?

Published on

,,როცა გვყავს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი რომელსაც არასოდეს ყუველაზე კრიტიკულ დროსაც კი არ უთქვამს უარი გაზის მიწოდებაზე. აქეთა მხარეს კი არის რუსეთი რომელმაც მილსადენები ააფეთქა და საქართველო გაზის გარეშე დატოვა ცივ ზამთარში. თან რუსულ გაზზე მინიმუმ 20% იაფია აზერბაიჯანული გაზი.
 
რუსეთის მოქალაქე ქობულია და გახარია, ასევე ოლიგარქი ივანიშვილი ათეულ მილიონ ლარს გააკეთებენ ძვირი გაზის მოსახლეობისათვის მიყიდვით''.–ასეეხმაურება საართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  გიორგი ქობულიას  განცხადებას იმის შესახებ, რომ  მთავრობა გეგმავს გაზი რუსეთისგან იყიდოს. 
 
 
როგორც  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა,  იმისათვის რომ ქვეყანაში გაზის მიმწოდებელ კომპანიებს შორის კონკურენცია გაჩნდეს, რუსეთისგან გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
 
„გაზს რუსეთისგან ვიყიდით. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ შევქმნათ საშუალება, ერთზე მეტი მომწოდებელი იყოს გაზის. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით გაზს, იმის ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგო დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ჩვენ პირობების გაუმჯობესებაზე მიგვყავს მოლაპარაკებები . იმიტომ რომ შევქმნათ დივერსიფიკაცია და იყოს კონკურენტული ფასები გაზზე. გვინდა, რომ შევქმნათ გაზის დივერსიფიკაცია. ჩვენ რუსეთისგან ყოველთვის ვყიდულობდით გაზს. როცა მოლაპარაკება შედგება, ფასს გეტყვით,“-განაცხადა ქობულიამ.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...