მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ივანიშვილთან, ქვეყნის ამ სახადთან კომპრომისი უდრის მარცხს! მხოლოდ შებრძოლებაა გამოსავალი“ - ბაჩუკი...

„ივანიშვილთან, ქვეყნის ამ სახადთან კომპრომისი უდრის მარცხს! მხოლოდ შებრძოლებაა გამოსავალი“ – ბაჩუკი ქარდავა თიბისი ჯგუფის საქმეზე

Published on

„გარდა ფინანსური სიხარბისა, რუსულ კაპიტალზე აღმოცენებული ბიძინა ივანიშვილის სურვილია, გაანადგუროს დამოუკიდებლად განვითარებადი ნებისმიერი ძალა თუ რესურსი“ – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი, ედპ-ის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოდან გადაყენების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
„არასოდეს ვყოფილვართ ბარიკადის ერთ მხარეს ფიზიკურად, და ეს, ალბათ უფრო, პოლიტიკური კონიუქტურის გამო, მაგრამ აშკარაა, რომ თიბისი ჯგუფი და მამუკა ხაზარაძე ძალიან შორსაა ჩრდილოეთისგან.
 
რა სუბიექტური დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს ამ ბიზნეს-ჯგუფის მიმართ, ცალსახაა, რომ ის სრულად დისტანცირებულია ჩრდილოეთისგან და ინტეგრირებულია დასავლეთთან. გარდა ფინანსური სიხარბისა, რუსულ კაპიტალზე აღმოცენებული ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილია, გასრისოს და გაანადგუროს ყველა მის სიახლივეს და ირგვლივ დამოუკიდებლად განვითარებადი ნებისმიერი ძალა თუ რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველამ უნდა გაიგოს, ქვეყნის ამ სახადთან კომპრომისი უდრის მარცხს! მხოლოდ დაპირისპირება და შებრძოლებაა გამოსავალი!“ – წერს ედპ-ის ლიდერი.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...