მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს -...

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს – ფადი ასლი

Published on

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკეთა. ფადი ასლის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომ მხოლოდ ის იყოს ინვესტორი ქვეყანაში.
 
მისი შეფასებით, „თიბისი ბანკის“ საქმე ინვესტორებისთვის საშიში გზავნილია. ფადი ასლი ამბობს, რომ ის, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, მზად არის, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს. მისი განცხადებით, ქვეყანას მაფიოზური სტილის მთავრობა მართავს. 
 
„ბიძინა ივანიშვილს არ აღელვებს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი. ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში. ისიც შევამჩნიე, რომ ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში. ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ყველა ინვესტორს, რადგან მორალურად თავს ვალდებულად ვთვლით, ეს გავაკეთოთ. ა მგონია, რომ ამ კუთხით კვლავ მიმზიდველი იყოს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანას მაფიოზური სტილის ქვეყანა მართავს,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.
 
ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა, რომ "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდეთ და სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ.
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...