მთავარისიახლეებიპოლიტიკაეროვნული ბანკის მოთხოვნა - ოპოზიციაში თვლიან, რომ მამუკა ხაზარაძეზე ღია ტერორი დაიწყო

ეროვნული ბანკის მოთხოვნა – ოპოზიციაში თვლიან, რომ მამუკა ხაზარაძეზე ღია ტერორი დაიწყო

Published on

ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნას ოპოზიცია ზეწოლად აფასებს.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ აშკარაა ბიზნესზე ღია ზეწოლა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
 
გოცირიძე დარწმუნებულია, რომ აქ ბიზნესის წილების გაყოფის საკითხი და ანაკლიის პორტის პროექტია მთავარი პრობლემა და არაფერ შუაშია სამართლებრივი დავა, რომელიც მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ენმ-ს წევრის განცხადებით, ხაზარაძეს წილის დათმობას ბიძინა ივანიშვილი სთხოვდა.
 
დეპუტატი თვლის, რომ ბიზნესმენებმა უკან არ უნდა დაიხიონ, არ უნდა დათანხმდნენ არანაირ გარიგებას და მათ სამართლებრივი დავა ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
 
მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის მოთხოვნის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ბრძანებით დააგვირგვინა ის რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და "თიბისის" წინააღმდეგ დიდი ხანია გრძელდება.
 
რაც შეეხება დაწყებულ გამოძიებას ფულის შესაძლო გათეთრების შესახებ, ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ საკითხი ჯერ კიდევ 11 თვის წინ გავლენიანმა იურიდიულმა კომპანიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.
 
მამუკა ხაზარაძე უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს და "თიბისის" ინტერესების დაცვას სამართლებრივად გეგმავს.
 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...