მთავარისიახლეებისამართალიზაალ ლატარიას ადვოკატი: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს“

ზაალ ლატარიას ადვოკატი: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს“

Published on

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ამის შესახებ ლატარიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა. „ ბრალის წარდგენამდე ჯერ დრო აქვთ,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია თბილისში.ბრალს, დაკავებულს წარუდგენენ 48 საათში. ეს მოხდება ან დღის ბოლოს ან ხვალ“,- აცხადებს ადვოკატი. მანამდე კი ზაალ ლატარიას მშობლების სახლში,სოფელ კოლხიდაში სამართალდამცავებმა ჩაატარეს ჩხრეკა,რომელსაც თავად ზაალ ლატარიაც დაასწრეს. ადვოკატის თქმით,იგი ჩხრეკის პროცესს არ ესწრებოდა,მხოლოდ ჩხრეკის დასრულების შემდგომ ოქმის შედგენას დაასწრეს. თავად ბრალდებული ზაალ ლატარია და მისი ქალიშვილი ლანა ლატარია მომხდარს პოლიტიკურ ანგარისწორებად აფასებენ.შს-ს ინფორმაციით,პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...