მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თბილისში ჩავალთ და იქ გავაპროტესტებთ, ესაა უკვე ფსბ ეს დავალების შესრულება“-...

“თბილისში ჩავალთ და იქ გავაპროტესტებთ, ესაა უკვე ფსბ ეს დავალების შესრულება“- ვეტერანები ზაალ ლატარიას დაკავებაზე

Published on

ვეტერანთა საბჭო დაკავებული ზაალ ლატარიას უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ „ოდიშინიუსს“ თავად ვეტერანებმა დაუდასტურეს. „მეხუთე მეომარია ეს უკვე ვინც დაიჭირეს ამ საქმეზე, რაში გვჭირდებოდა ჩვენ ბესელიას ვიდეო, რაში გვაინტერესებს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვართ მეომრები…დაიჭერენ და აწერენ ფულს, გირაოს სახით, სპეციალურად აკეთებენ ამას, ეს არის პოლიტიკური დევნა, მეტი არაფერი“- განაცხადა რომან ახალაიამ. მისივე თქმით, თუ მათ თანამებრძოლს არ გამოუშვებენ, ისინი თბილისში ჩასვლას და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. „ჩვენ არ გავჩერდებით, პროტესტის უმწვავეს ფორმას მივმართავთ..ესაა უკვე ფსბ ეს დავალების შესრულება“- აცხადებს ახალაია. ვეტერანები მოუწოდებენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დაინტერესდნენ ამ საქმით. შეგახსენებთ, რომ ზაალ ლატარია, რომელიც არის მეომარი და სპეცნაზელი, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების საქმეზე გუშინ დააკავეს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...