მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია მილიონი ხელმოწერას შეაგროვებს იმისთვის, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით...

ოპოზიცია მილიონი ხელმოწერას შეაგროვებს იმისთვის, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს

Published on

ოპოზიცია მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს იმისთვის, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. 21 პოლიტიკური პარტია საბოლოო სტრატეგიაზე შეთანხმდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართავენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა სამართლიანია.
 
ოპოზიცია ითხოვს, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება უნდა გაუქმდეს არა 2024 წელს, არამედ 2020 წელსვე. ხელისუფლების ოპონენტები აპირებენ, რომ პირველ რიგში, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებაა, ამისთვის საჭირო 200 ათასი ხმა შეაგროვოს, თუმცა ოპოზიცია ასევე გეგმავს, რომ ხელმოწერების რაოდენობა მილიონამდე გაზარდოს, რადგან ხელისუფლებას არ დარჩეს არგუმენტი, ხალხის აზრს უარი უთხრას.
 
„მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია, მათ შორის ისინიც, ვინ გამარჯობას არ ვეუბნებოდით გუშინწინ ერთმანეთს. მხოლოდ ივანიშვილს სურს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. იმიტომ, რომ მილიონერი მაჟორიტარების იმედი აქვს და წარმოიდგინეთ, ეს სისტემა რომ გაუქმდეს, რაც მოუწევს მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, ივანიშვილი არის საფრთხის წინაშე, რომ მილიონერი მაჟორიტარები მას დაუპირისპირდებიან. ამის გაკეთება მას არ უნდა. მთავარი, ხალხს არ უნდა მაჟორიტარული სისტემა. რამდენი კვლევა ჩატარებულა, უმრავლესობა ამბობს, რომ არ ვიცი, ვინ არის ჩემ მაჟორიტარი. 4 წელიწადში ერთხელ გამოანათებენ, დახარჯავენ 10-15 მილიონ ლარს და მორჩა. ხალხს არ უნდა და ამის დასადასტურებლად, ჩვენ მილიონ ხელმოწერას დავდებთ,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
 
ხელმოწერების დაწყებამდე ოპოზიციას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თანხმობა სჭირდება. ოპოზიცია გეგმავს, რომ კომიტეტის ხვალინდელ სხდომას დაესწროს.
 
„იმ ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან, რომელშიც საქართველო შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი, რომ არჩევნები ჩატარდეს სისტემით, რომელიც გამორიცხავს რომელიმე, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ერთპიროვნულ მმართველობას. ასეთი არის პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეთ არა როდისღა, 2024 წელს, არამედ ახლა, უახლოესი არჩევნებისთვის, იქნება ეს 2020 წელს, თუ იქამდე ვადამდელი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.
 
21 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მოქმედი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება, რაც დაუშვებელია. ოპოზიციის წევრები მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას უვარგის საარჩევნო სისტემას უწოდებენ.
 
„ერთადერთი ბერკეტი, რაც ბიძინა ივანიშვილს შერჩა, ეს არის გაყალბება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მას ამის საშუალება არ მივცეთ. ეს მანკიერი სისტემა მინიფეოდალების საშუალებით და ბევრი ფულის ჩაყრით, მაჟორიტარული არჩევნებით სურს, მოახდინოს ამ ხელისუფლების უზურპაცია. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ,“- განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...