მთავარისიახლეებისამართალინარკოტიკების მოხმარების გამო ჩხოროწყუს ინსპექტორ-გამომძიებლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

ნარკოტიკების მოხმარების გამო ჩხოროწყუს ინსპექტორ-გამომძიებლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

Published on

ნარკოტიკების მოხმარებისთვის გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შსს-მ ორი თანამშრომელი გაათავისუფლა – ამის შესახებ განცხადებას გახარიას უწყება ავრცელებს. 
"საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს – ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ნ.დ. და დ.გ. დათხოვნილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან"- აცხადებენ შს სამინისტროში.
 

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...