მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ლიდერი მისი მერობის შემთხვევაში საზოგადოებას მერიის ეფექტურ და მოქნილ სტრუქტურაზე იდეას სთავაზობს. პირველი, რაც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, შტატების შემცირებაა. მისი თქმით, გაცილებით ნაკლები საშტატო ერთეულითაც შეიძლება ქალაქისთვის გაძღოლა. თენგიზ ჯგუშიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს აქ შემოსვლისას ბარიერები არ შეექმნათ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჯგუშია შეეხო, აშუალედური არჩევნების თარიღია. მისი თქმით, სპეციალურად ხდება თარირის დასახელების გაჭიანურება და მას ეჭვი აქვს, რომ ეს ხდება სწორედ ხელისუფლების სასარგებლოდ. ის მიიჩნევს, რომ, არჩევნების თარიღად უნდა დასახელდეს მაისის დასაწყისი, რათა დაიზოგოს რესურსებიც და გამარჯვებულ კანდიდატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მეტი დრო დარჩეს. ბოლოს კი თენგიზ ჯგუშიამ საჯაროდ დაასახელა მობილურის ნომერი, რომლითაც ის ახლა სარგებლობს და განაცხადა, რომ ეს ნომერი ექნება მას სულ და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მასთან დაკავშირება. შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჯგუშიამ შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატად დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა. ზუგდიდში შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...