მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა პირველი მარტიდან ID ბარათების მეშვეობით იქნება...

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა პირველი მარტიდან ID ბარათების მეშვეობით იქნება შესაძლებელი

Published on

 
 საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა პირველი მარტიდან პირადობის დამადასტურებელი ID ბარათების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ვლადიმირ გროისმანმა, კიშინოვში მოაწერეს ხელი.
 
"დარწმუნებული ვარ, რომ ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის კავშირების განმტკიცებას, მათ შორის ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას და ტურისტული ნაკადის ზრდას", – თქვა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ .
 
საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებით, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მნიშვნელოვან მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....