მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფო მდევნის... მე ვარ მეომარი, ვარ პატრიოტი, ბესელია და სხვა არ მაინტერესებს...

სახელმწიფო მდევნის… მე ვარ მეომარი, ვარ პატრიოტი, ბესელია და სხვა არ მაინტერესებს – ზაალ ლატარიას პირველი კომენტარი

Published on

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების საქმეზე დაპატიმრებული მებრძოლი, ზაალ ლატარია რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, საკუთარ სახლში მიიყვანეს. ლატარიას სახლში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ.
 
ზაალ ლატარიამ პირველი კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ მას რომელიმე პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება არ აინტერესებს და მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. 
 
„არ ვიცი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს… ფიზიკურად მდევნის სახელმწიფო. არ ვიცი ვიღაცამ ჩამიგდო, ჩემი დაკავება უნდოდათ და ეს იყო. უბრალოდ ვნახე და ამოვშალე.
 
პირადი დევნა მიდის ჩემზე, მეტს რას უნდა ვუკავშირებდე,პოლიტიკურს. მე ვარ მეომარი, მე ვარ პატრიოტი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე არ ვიყიდები, ბესელია და სხვები არ მაინტერესებს,“-ამბობს ზაალ ლატარია.
 
საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ სპეცრაზმელს თბილისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.
 
სამართალდამცველები, რომელებიც ადგილზე იმყოფებიან აცხადებენ, რომ ლატარია დაკავებული არ არის და მის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხება.
 
წყარო: რუსთავი2

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...