მთავარისიახლეებიპოლიტიკანორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებული ერთერთი პირი ისანში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის...

ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებული ერთერთი პირი ისანში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია

Published on

ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე სულ სამი პირია დაკავებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასთან ერთად დაკავებულია გრიშა მარღანია და გიორგი კიკნაძე.
 
სამივე მათგანი ერთმანეთის ახლობლები არიან. აქედან კიკნაძეც ზარდიაშვილის ნათესავია.
ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წლის წინ ისნის გამგეობაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კიკნაძემ გამოცდები ვერ ჩააბარა, დასუფთავების სამსახურში დაასაქმეს. პარალელურად კი ის ისანში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია.
 
რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილთან მის ნათესაურ კავშირს,"კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა. ისინი ერთობლივად ფლობენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კომერციულ ფართს, რომელსაც ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებენ. კიკნაძე ხშირად მონაწილეობს თვითმმართველობის ორგანოს ღონისძიებებში, სადაც ის საკრებულოს დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთანერთად ჩნდება. "კურიერმა" ის ფოტომასალაც მოიპოვა, სადაც კიკნაძე და ზარდიაშვილი ერთად არიან გადაღებულები

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...