მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებამ კირკიტაძეს რუსთავში არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება ვერ აპატია

მიხეილ სააკაშვილი – ხელისუფლებამ კირკიტაძეს რუსთავში არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება ვერ აპატია

Published on

ძალიან მალე დათო კირკიტაძე იქნება თავისუფალი, ისევე, როგორც საქართველო იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კირკიტაძეს რუსთავში არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება ვერ აპატია.
 
„მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა დავით კირკიტაძესთან მიმართებაში. რეალურად, სრულიად მოგონილი ბრალდებით, რომ როდესაც დემონსტრაციას ავტობუსით უკანონოდ გადაუკეტეს გზა, მან ავტობუსის ფანჯარას ჩაარტყა ფეხი ისე, რომ ფანჯარაც არ დაუმტვრევია და ვიღაც პოლიციელი ამბობს, რომ კირკიტაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო კიდევ ორი თვით გაუგრძელეს პატიმრობის ვადა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი საორგანიზაციო სტრუქტურის ხელმძღვანელი, პრაქტიკულად, პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენი რეგიონალური მდივანი აღმოჩნდა ციხეში. ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი არის ციხეში, დათო კირკიტაძე არის ციხეში, მე ვერ შევსულვარ ქვეყანაში და ოპოზიცია არის ასეთ მდგომარეობაში. დათო კირკიტაძე არის გაბედული და მაგარი ადამიანი, მე ქედს ვიხრი მისი გამბედაობის წინაშე. ძალიან მალე დათო იქნება თავისუფალი, ისევემ როგორც საქართველო იქნება თავისუფალი. მათ ვერ აპატიეს დათოს ის, რომ მიუხედავად ყველა გაყალბებისა და მანიპულაციებისა, დათოს ხელმძღვანელობით რუსთავში მაინც მოვიგეთ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურიც. დათო კირკიტაძემ ამაში მთავარი როლი ითამაშა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...