მთავარისიახლეებისაზოგადოებამღვდლები, რომლებიც ამბიონიდან იქადაგებენ ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ, სასჯელს დაექვემდებარებიან...

მღვდლები, რომლებიც ამბიონიდან იქადაგებენ ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ, სასჯელს დაექვემდებარებიან … მაგრამ ეს უკრაინაში

Published on

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ მღვდლები, რომლებიც ამბიონიდან იქადაგებენ ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ, სასჯელს დაექვემდებარებიან.
 
ეს ეხება პრეზიდენტ პოროშენკოსაც იმ  დიდი წვლილის მიუხედავად, რომელიც მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის პროცესში შეიტანა.
 
"ჩვენ, როგორც ეკლესიას არ გვაქვს აგიტაციის უფლება რომელიმე კანდიდატის სასარგებლად, განსაკუთრებით, საეკლესიო ამბიონიდან. ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას ამა თუ იმ კანდიდატის აგიტაციაში. ეს ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებსა და, ზოგადად, ჩვენს ცხად პოზიციას…
 
შესაძლოა, იყოს ცალკეული შემთხვევები, როცა ესა თუ ის მღვდელმსახური ამბიონიდან ქადაგებისას მოუწოდებს მორწმუნეებს იმისკენ, რომ ხმა მისცენ ამა თუ იმ კანდიდატს. თუ ასეთი პრეცედენტი იქნება, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ. პირველ რიგში, ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ადამიანი ვერ გაიგებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, ჩვენ მივიღებთ ადმინისტრაციული ხასიათის გადაწყვეტილებას", – განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...