მთავარისიახლეებიპოლიტიკაემიგრანტების შემდეგი ყრილობა 3 მარტს იტალიაში გაიმართება

ემიგრანტების შემდეგი ყრილობა 3 მარტს იტალიაში გაიმართება

Published on

ემიგრანტების შემდეგი ყრილობა 3 მარტს იტალიაში გაიმართება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ სოციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.სააკაშვილის თქმით, ლიეჟში ბიძინა ივანიშვილმა მას და ემიგრანტებს „გორილები და მოჭიდავეები, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები დაახვედრა“.
„3 მარტს იტალიაში ვგეგმავთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ და ჩვენი ემიგრაციის ვარსკვლავებს ვალაპარაკებთ, მხოლოდ მე აღარ ვილაპარაკებ. ლიეჟშიც ვერ ჩაგვიშალეს ღონისძიება, უბრალოდ ხელი შეგვიშალეს ურთიერთობაში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა. რა ხალხი მოიყვანეს, რას ჰგავდნენ? მწვადები დაურიგეს მათ, მერე ეს მწვადები კონგრესის ულამაზეს სასახლეში დაყარეს. ქალთა საპირფარეშოში იყო ჩასაფრებული რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე და იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ჩემს პაროდისტ ქართლოსს და დააგორეს ის კიბიდან. ივანიშვილი ამბობდა, რომ გააოცებდა ევროპას და მართლაც პაპუასიზმის დონე ისვენებს აქ. ის აბსოლუტური ავადმყოფია და შეუძლებელია ჩვენ ეს კაცი არ დავამარცხოთ. ამას ივანიშვილის გორილების და მოჭიდავეების, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეების, კვიციანების და ინაშვილების, სანაგვედან ამოთხრილი ჭაობის მობინადრეების ნაირსახეობები ვერ შეუშლის ხელს. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ. 3 მარტს გელოდებით იტალიაში და იქ უკვე ნამდვილად მე მოგისმენთ თქვენ და არა პირიქით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...