მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში" დარღვევები აღმოაჩინა

ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში” დარღვევები აღმოაჩინა

Published on

შიდა აუდიტის სამსახურმა ჩატარებული მოკვლევის შედეგად ზუგდიდის მერიის ააიპ-ის  „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში“ დარღვევები გამოავლინა. აუდიტის სამსახურმა მოკვლევა 2018 წლის 27 აგვისტოდან 06 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა. ინსპექტირების საფუძველი ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ სოციალური ქსელით გამოთქმული მოთხოვნა გახდა. ხატია ჯანაშია ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის საქმიანობის შესწავლას ითხოვდა. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, ცენტრში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა, როგორიცაა  ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის დროს გამოვლენილი შეუსაბამობები. „შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა.   მათი უმრავლესობა ინსპექტირების პროცესშივე იქნა გამოსწორებული.“- აცხადებენ მერიაში.

სიახლეები

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...