მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის პროკურატურამ 1112 პირის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ 1112 პირის დაკავების ორდერი გასცა

Published on

, თურქეთის უშიშროების სამსახურები მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.
 
CNN Turk –  ის ცნობით ოპერაცია ქვეყნის 76 პროვინციაში მიმდინარეობს, მის  ფარგლებში, თურქეთის პროკურატურამ 1112 პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ „ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობა. გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილთა უმრავლესობა ანკარაშია თავმოყრილი და შესაბამისად ოპერაცია ყველაზე მასშტაბურად სწორედ დედაქალაქში მიმდინარეობს. 
 
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს და ცდილობს მიაღწიოს გიულენის ექსტრადიციას  აშშ- დან, სადაც იგი დევნილობაში იმყოფება 
 
 
თურქეთში ამ დროისათვის დაკავებულია 77 ათასი ადამიანი, კიდევ 150 ათასმა სახელმწიფო მოხელემ და სამხედრო პირმა  დაკარგა სამსახური. კრიტიკოსები რეჯენ ტაიფ ერდოღანს ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი არშემდგარი პუტჩს განსხვავებული აზრის მქონეთა რეპრესიებისათვის იყენებს. 
 

 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...