მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპენსიო რეფორმა - ნაცვლიშვილი მხარდაჭერას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებს

საპენსიო რეფორმა – ნაცვლიშვილი მხარდაჭერას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებს

Published on

უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა, რომელიც საპენსიო რეფორმაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკომიტეტო მოსმენებზე დღეს მიყოლებით ჩავარდა. მის მხარდაჭერას ნაცვლიშვილი თანაგუნდელებს სთხოვდა. გაეცნენ, მოისმინეს, მაგრამ მხარი არ დაუჭირეს. ნაცვლიშვილი ახლა საკითხის სესიაზე კენჭისყრის მოლოდინშია, რის შემდეგაც დეპუტატი პარლამენტში სავარაუდოდ, მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
 
მმართველი გუნდის ნაწილი დღეს არ მალავდა, რომ დაგროვებითი პენსიის რეალურ მიზანთან ახლოს არა მოქმედი სისტემა, არამედ ნაცვლიშვილის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე 1-წლიანი შენატანის შემთხვევაშიც, გაზრდილ პენსიას მიიღებს, იმოქმედებს დაგროვების უფრო მაღალი კოეფიციენტი და მძიმე სამუშაო პირობების შემთხვევაში, მოქალაქეების ნაწილი პენსიაზე 5 წლით ადრე გასვლას შეძლებს.
 
უმრავლესობის აზრი გაყოფილია, მთავრობის მხარდაჭერა კი გამორიცხული. 
 
ნაჩქარევად მიღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეჩერება დღეს საპარლამენტო უმცირესობამ საგანგებო პრესკონფერენციაზე მოითხოვა. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში ალტერნატიული პროექტის განხილვას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს საპენსიო სქემაში ჩართვის თავისუფალი არჩევანი ექნებათ.
 
ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემა პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ის შეეხო ყველას, ვისაც 2018 წლის აგვისტომდე 40 წელი არ შესრულებია.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...