მთავარისიახლეებისამართალი,,ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ ჩემი შვილი მოკლულია და მკვლელი არ არსებობს''...

,,ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ ჩემი შვილი მოკლულია და მკვლელი არ არსებობს” -ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

Published on

,,ყველაფერი მიჰყავთ იქით,  ჩემი შვილი მოკლულია და მკვლელი არ არსებობს – პირდაპირ აპირებენ კალანდიას „გაპრავებას“ – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ  რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სააპელაციო სასამართლოში პროცესი, სადაც მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს.
 
„პროკურორები კითხავდნენ და ფიზიკურად ვეღარ გავუძელი. პროკურორმა მიმანიშნებელი კითხვა დაუსვა, რაზეც ადვოკატმა პროტესტი გამოთქვა და მოსამართლეებმაც არ დაუკმაყოფილეს. ჩემს ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ გაგაძევებ გარეთ თუ არ გაჩუმდებიო. '' ამბობს იგი.
 
მისი თქმით, მას კითხვები აქვს, რომელსაც გენერალურ პროკურორთან შევედრისას დასვამს, თუმცა ეს კითხვები წინასწარ არ გააჟღერა.
 
შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს დაიღუპა.
 
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...