მთავარისიახლეებიკონფლიქტებილევან დავითაშვილი: სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში...

ლევან დავითაშვილი: სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში მყოფ ფერმერებს გაუზიაროს

Published on

ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა, რომ  სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში მყოფ ფერმერებს გაუზიაროს.
 
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აფხაზეთთან ღონისძიებების გატარების კუთხით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ვცდილობთ ვითანამშრომლოთ. მათ შორის უცხოური ორგანიზაციების მეშვეობით გავუწიოთ დახმარება ფერმერებს გალის მუნიციპალიტეტში. ასევე კონსულტაციების კუთხით ჩვენ ღია ვართ, რომ გავუზიაროთ გამოცდილება ფერმერებს, რადგან საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩამოყალიბდა“, – განაცხადა მინისტრმა.
 
გაზაფხული მოდის, აზიური ფაროსანას მორიგი ლაშქრობის პერიოდი. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, რას მოგვიტანს ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები,  მალე ვნახავთ, ვინძლო  ,,ეფექტმა'' ხაჯიმბას სოხუმი აცდუნოს, მერე რა, რომ ,,დამარცხებული'' ფაროსანა ჩვენს რეგიონში  უკვე გამოჩნდა.
 
 

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...