მთავარისიახლეებისამართალიგურჯაანის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. რა შუაშია ბესელია...

გურჯაანის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. რა შუაშია ბესელია და გოგიჩაიშვილი?

Published on

გურჯაანის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
 
მოსამართლემ  არ დააკმაყოფილა  შუამდგომლობა, რომელშიც კადვოკატი ირკიტაძისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 
 
ოპოზიციაში მოსამართლის განაჩენი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფასდა. 
 
,,წარმოუდგენელი უკანონობა ჩაიდინა მოსამართლემ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ადგა და გადაახია თავზე საზოგადოებას – ეს განცხადება გიგი უგულავამ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
 
უგულავას თქმით, კირკიტაძის მიმართ მოსამართლემ წინა გადაწყვეტილება ორთვიანი პატიმრობა გამოიტანა და თქვა, რომ სხვა საქმეზე აქვს გირაო შეფარდებული. „ეს სხვა საქმე კირკიტაძემ მოიგო, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე გამოირიცხა, რადგან მოსამართლე და პრიკურატურა ამბობდა თავში, რომ ბევრი სამოქალაქო პირია დასაკითხი და აღმოჩნდა, რომ არცეთი სამოქალაქო პირი არ არის, ყველა არის პოლიციის თანამშრომელი და სამი ექსპერტი, ანუ მათზე ზემოქმედებაც გამოირიცხა. აპელაციამ ორი თვის წინ თქვა , რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს და ეს გამოირიცხა. ეს არის კლასიკური უკანონობა“ – აღნიშნა უგულავამ.
 
გიგი უგულავამ ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილსაც მიმართა და შეახსენა, რომ  ამ უკანონობის ჩამდენი მოსამართლეები სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში არიან დანიშნული, რაც უგულავას თქმით, მომავალი თაობებისთვის წყევლად დარჩება.
 
„მე მინდა ვკითხო, ბესელიას და გოგიჩაიშვილს, სხვებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ჩვენ ხშირად ვისმენთ მათგან, რომ მოსამართლეები ჩადიოდნენ უკანონობას და იმის გამო არიან ჩინჩალაძე და მურუსიძე ცუდები, რომ 7 წლის წინ აკეთებდნენ უკანონობას.
 
მე მათ ვეუბნები, დღევანდელი თქვენი დანიშნული მოსამართლეები, აი ეს მოსამართლე არის გაიძვერა, მატყუარა, უკანონობის ჩამდენი, ფლიდი და უვიცი, აღარაფერს ვამბობ პროკურატურაზე, რომელიც სირცხვილია, ქართული არ იციან, ბლუყუნებდა ორი ზრდასრული პროკურორი, სამარცხვინო იყო მათი მოსამენა და სხვა გადაწყვეტილებაც შეუძლებელია მიიღოს, ეს არის პოლიტიკური მსახური, იყო არის და ახლა გადის წყალგამყოფი – დარჩება ასეთად თუ არა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი მიდის იქით, რომ ჩვენ მივიღებთ ჯიბის სასამართლოს, სამარცხვინო ადამიანებით დაკომპექტებულს, რომელიც იქნება ჩვენი მომავალი თაობის წყევლა“ – განაცხადა  გიგი უგულავამ
 
 

 
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...