მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს სულელური კონტრაქცია ლიეჟში მეტყველებს, რომ, რასაც სააკაშვილი აკეთებს,...

,,ეს სულელური კონტრაქცია ლიეჟში მეტყველებს, რომ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ,,ოცნებისთვის” ძალიან სახიფათოა”-აცხადებენ ექსპერტები

Published on

პოლიტოლოგები მწვავე კრიტიკით  ეხმაურებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციას ლიეჟში, სადაც ემიგრანტები  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკასვილთა შესახვედრად და საქართველოში შექმნილი ბვითარების განსახილველად ჩავიდნენ მსოფლიოს სხვადასხაქვეყნებიდან.  
 
 “"ქართული ოცნების" ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ.-ნაცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, –  ირაციონალური მომენტი, ირაციონალური მოტივაცია მათ აქვთ. ეს კომიკური კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ იგივე დავუშვათ ლიეჟშიც, რომ სახეს მალავენ ვიღაცები და გარბიან ხო… ძალიან სამარცხვინო და უხარისხოა ეს ყველაფერი. რა ხარისხის ხელისუფლებაც არის, იმ ხარისხით ასრულებენ ყველაფერს. რეალურად, სამწუხაროდ, ეს არის რაღაც ოჯახურ გარჩევას ემსგავსება. ანუ ორი პოლიტიკური ძალა იბრძვის მემკვიდრეობისთვის. ანუ კოლექტიური მურუსიძისთვის. ვინ იქნება მურუსიძის პატრონი ეს არის მთავარი გასარჩევი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა ქართული სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის ”. ამბობს იგი.
 
ექსპერტი გია ნოდია თვლის, რომ ეს იყო სულელური კონტრაქცია, რომელიც ,,ქართული ოცნების'' შიშებზე მეტყველებს 
 
,,ჩვენ ვნახეთ, რომ კარგი შედეგი აჩვენა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოლო არჩევნებზე, თუმცა საბოლოო შედეგის შემდეგ საქართველოში ამას არაფერი მოჰყოლია და ახლა სააკაშვილს სურს, მობილიზცია გაუწიოს ემიგრაციას. სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით. ამით აჩვენეს, რომ სააკაშვილი რასაც აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათოა. — აცხადებს გია ნოდია.

სიახლეები

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...