მთავარისიახლეებიეკონომიკამეზობელ ქვეყნებში აქციზის გადასახადი ერთ დოლარით ნაკლებია. თამბაქოს გაძვირებამ უკვე მნიშვნელოვნად...

მეზობელ ქვეყნებში აქციზის გადასახადი ერთ დოლარით ნაკლებია. თამბაქოს გაძვირებამ უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა არალეგალური ვაჭრობის რისკები

Published on

 
„თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში გაყიდვები თითქმის 30%-ით შეუმცირდა“-ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სანაცვლოდ ქვეყანაში იზრდება თუთუნის მომხმარებელთა რიცხვი და არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებლები. სხვიტარიძე წლის განმავლობაში სიგარეტის გაძვირებას ისევ პროგნოზირებს.
 
„ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიული დირექტორის თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში სიგარეტზე აქციზი გაცილებით დაბალია. ეს გარემოება კი, მისივე განმარტებით, არალეგალური ვაჭრობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
 
„რეგიონალურ ჭრილში ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში აქციზის გადასახადი რადიკალურად დაბალია. განსხვავება ერთ დოლარზე მეტია. ეს ფაქტი კი არის საკმაოდ დიდი ცდუნება უკანონო ვაჭრობით დაკავებული ადამიანებისთვის. შესაბამისად, არალეგალური ვაჭრობის ხვედრითი წილი შესაძლოა, გაიზარდოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უაქციზო სიგარეტების ამოღების მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს. არალეგალური ვაჭრობა და მომხმარებლის მიერ დაბალ სეგმენტზე, ე.წ. თუთუნზე გადასვლა, ცალსახად აისახა ჩვენს გაყიდვებზე.
 
მოგეხსენებათ, ცალკეულ ფიზიკურ პირებს შემოაქვთ ნედლი თამბაქო, რომლის ფასიც 7-ჯერ 8-ჯერ იაფია იმპორტირებულ სიგარეტზე, თუმცა მის ხარისხს ვერავინ ამოწმებს. ჩვენი მომხმარებელის რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, აქციზისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა გადასახადებს იმ ოდენობით ვეღარ გადავიხდით, რასაც ვიხდიდით. ეს ყველაფერი აკლდება ისევ ბიუჯეტს და ვვარაუდობთ, რომ თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხების მოცულობა ბიუჯეტში წელს გაცილებით დაბალ ნიშნულზე იქნება“, – აცხადებს სხვიტარიძე.
 
ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ.
 
შედეგად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა ორჯერ – 50-50 თეთრით მოიმატა.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...