მთავარისიახლეებისაზოგადოებასასტიკი მკვლელობა რუსთავში - 29 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმისშვილი მოკლა

სასტიკი მკვლელობა რუსთავში – 29 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმისშვილი მოკლა

Published on

სასტიკი მკვლელობა თბილისში – 29 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმისშვილი მოკლა. 13 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. 
 
დანაშაულის ჩადენის დროს სახლში მხოლოდ დამნაშავე, მოზარდი და ბავშვის ბაბუა იმყოფებოდნენ. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად 29 წლის მამაკაცის ფსიქიური აშლილობა სახელდება. გუშინ მას ოჯახში ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც მამაკაცი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ ის არ დაიტოვა და უკან გამოაბრუნა. 
 
მოკლული ბავშვის მამა საზღვარგარეთ არის, დედა კი რუსთავში ცხოვრობს. მოზარდი ხან დედასთან იყო, ხან ბაბუასთან. 
 
მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, დამნაშავე ადგილზე დააკავეს. 
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...