მთავარისიახლეებიპოლიტიკამე ვიყავი ევროკავშირის "შტაბკვარტირში" - სალომე ზურაბიშვილი

მე ვიყავი ევროკავშირის “შტაბკვარტირში” – სალომე ზურაბიშვილი

Published on

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან – საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტებსა და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორ-მასწავლებლებთან საუბრისას წინასაარჩევნო დაპირებაზე გაამახვილა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მთავრობასა და რეგიონებს შორის შუამავალი.
 
"პრეზიდენტს შეუძლია იყოს მთავრობასა და რეგიონს შორის შუამავალი. 2 დღეში მოვასწარი იმის ნახვა რაც მაინტერესებდა, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს. ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი და ქუთაისი თავისი ყველა უბნით. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქმა. მე ვიყავი ევროპის ევროკავშირის "შტაბკვარტირში." რატომ მომივიდა ეს სიტყვა არ ვიცი…
 
"ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის კულტურის შემადგენელი ნაწილი. აქ უნდა იყოს დაცული და განვითარებული და ამისთვის მე მზად ვარ. ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იყოს დაცული და ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო კულტურულ ძეგლებში"-განაცხადა პრეზიდენტმა.
 
სალომე ზურაბიშვილი დღეს ბოტანიკურ ბაღშიც მივიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დღესვე პრეზიდენტი ქართულ პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...