მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სისტემური ხარვეზი" - ზუგდიდის კიდევ ერთ სკოლაში მასწავლებლების პოლიტიკურ დევნას კერზაიას შვილი...

“სისტემური ხარვეზი” – ზუგდიდის კიდევ ერთ სკოლაში მასწავლებლების პოლიტიკურ დევნას კერზაიას შვილი ეხმაურება

Published on

ზუგდიდის სკოლაში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ფაქტს ეხმაურება მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას, შვილი.
 
ბაჩანა შენგელიას თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინასაარჩევნოდ სკოლის პედაგოგების მიმართ სისტემური დევნა ხორციელდებოდა. შენგელია განათლების სამინისტროსგან სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვს.
 
ია კერზაიას შვილისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ პედაგოგმა, ვისაც წინასაარჩევნოდ რაიმე ფორმით აგიტაციაში ჩართვას აიძულებდნენ, ამ თემაზე საჯაროდ დაიწყოს საუბარი.
 
„მე-7 სკოლის უკვე ყოფილი დირექტორიც ადასტურებს ამას და ისიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა და ისიც იმავე მოტივით, რომ არ თანამშრომლობდა და აგიტაციას არ ეწეოდა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ეს მეტყველებს სისტემურ პრობლემაზე, რაც გამოიხატება ადამიანების პოლიტიკურ დევნაში და რომლის მთავარი ინსტრუმენტი – განმახორციელებელი, არის რესურსცენტრი, ამ შემთხვევაში ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. აუცილებლად უნდა იქნას ეს საკითხი გამოკვლეული სისხლის სამართლის დანაშაულის კუთხით, რაც არის უკანონო დავალებების მიცემა და ადამიანების ჩართვა აგიტაცია-პროპაგანდაში, რაც მათ ეკრძალებათ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით,“ – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
 
პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ზუგდიდის მე-15 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორიც საუბრობს.
 
ნათელა ხორგუანი ამბობს, რომ რესურსცენტრის დირექტორმა ის დაკავებული თანამდებობიდან სწორედ პოლიტიკური მოსაზრებით გაათავისუფლა.
 
ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ კახა ფარცვანიამ წინასაარჩევნო პერიოდში დაიბარა და ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის პედაგოგებთან მუშაობა და აგიტაცია დაავალა.

სიახლეები

უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი უკვე შეაჩერა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების იერიშების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტმა...

1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

“ამ ყველაფრის სანდოობას გადავამოწმებთ. თუმცა, თუ ეს მათი რეალური გეგმებია, მაშინ ისინი აგრესიული და...

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს -...

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...