მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია მერიასთან - საინიციატივო ჯგუფმა თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავა

აქცია მერიასთან – საინიციატივო ჯგუფმა თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავა [Video]

Published on

ზუგდიდის მერიასთან ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფლების ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.აქციის ორგაზატორია საინიციატივო ჯგუფი „სოლიდარობა თენგო ქობალიას,“ რომელიც მისმა მეგობრებმა სპეციალურად თენგო ქობალიას მხარდასაჭერად შექმნეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა  პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს.,,ჩვენ მერიასთან  იმიტომ შევიკრიბეთ, რომ სწორედ აქ მუშაობდა წლების განმავლობაში თენგო და კეთილსინდისერად ემსახურებოდა ზუგდიდს, ვითხოვთ რომ პატირობა შეეცვალოს გირაოთი, შევაგროვეთ 8 ათასზე მეტი ხელმოწერა და კიდევ უფრო მეტს შევაგროვებთ,, _ განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ხატია ჯანაშიამ. აქციაზე თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეებიც. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, ასევე მისმა ადვიკატმა იოსებ ჯანაშიამ და სკოლის პედაგოგმაც. თენგიზ ქობალია საკუთარ კაბინეტში გასული წლის 24 დეკემბერს დააკავეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცემერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. 

 

 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...