მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანათლების მინისტრს ზუგდიდელი დირექტორის წერილი წაუკითხეს, სადაც პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი

განათლების მინისტრს ზუგდიდელი დირექტორის წერილი წაუკითხეს, სადაც პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი

Published on

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს წერილი წაუკითხა სადაც, ზუგდიდის სკოლის დირექტორებისთვის საარჩევნოდ პოლიტიკური დავალების გაცემზეა საუბარი. დეპუტატის თქმით, ზუგდიდის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა ხორგუანი საარჩევნო დავალებებზე საუბრობს. „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ 10 ნოემბერს, დამიბარეს ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრში, სადაც დამხვდა რესურცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია. ადგილზე იმყოფებოდა რესურცენტრის წარმომადგენელი მიხეილ ჭკადუა. დაბარებული ვიყავი 16:00 საათზე. როდესაც მივედი რესურსცენტრის შენობაში, იქ ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის სოფლების დირექტორები – დაახლოებით 10 სკოლის დირექტორი. ისინი პერიოდულად შედიოდნენ ბატონი ფარცვანიას კაბინეტში, რამდენიმე წუთში გამოდიოდნენ უკან და ტოვედნენ შენობას. როდესაც რიგმა მომიწია, მეც შევედი კაბინეტში სადაც ფარცვანიას თან ჰქონდა ჩემი საჯარო სკოლის ყველა თანამშრომლის, დამლაგებლის და დარაჯის ჩათვლით, სია. მთხოვდა მიმეთითებინა, რომელი თანამშრომელი, რომელი კანდიდატის მხარდამჭერი იყო. ამასთან მთხოვდა, დავლაპარაკებოდი თითოეულ მთგანს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. რასაც მე შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ზოგიერთი მთგანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამ თემაზე საუბარი გამოიწვევდა უკმაყოფილებას და აუცილებლად მიჩივლებდნენ. აღნიშნულზე მან მიპასუხა, რომ შემეძლო არ მედარდა ამ საკითხზე. საჩივრით ვერაფერს დაგაკლებენ, რადგან თვითონ მოვაგვარებ ყველაფერსო“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სერგი კაპანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე წაიკითხა. თავად ნათელა ხორგუანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...