მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გადადექით, ბატონო განათლების მინისტრო, ჩვეულებრივი დამნაშავე ხართ" - ნიკა მელიას მიმართვა მიხეილ...

“გადადექით, ბატონო განათლების მინისტრო, ჩვეულებრივი დამნაშავე ხართ” – ნიკა მელიას მიმართვა მიხეილ ბატიაშვილს

Published on

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია განათლების მინისტრს დამნაშავეს უწოდებს და მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს.
 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი სისტემამ იმსხვერპლა:
 
"გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება რამდენად პოლიტიზირებულია განათლების სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ბატონი მიხეილი, რომელსაც ნამდვილად ვერ ვუწოდებ განათლების მინისტრს, რომელიც ირწმუნება, რომ სკოლები და სასწავლო დაწესებულებები დეპოლიტიზირებულია. გუშინ, ია კერზაიას ტრაგიკული საქმის საპირწონედ აი ამ ბატონმა, კომიტეტის სზდიმაზე მოქმედი სკოლის დირექტორები მოიყვანა, ქართული ოცნების ჩვეულებრივი აქტივისტები, რომლებსაც ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა, რომ როდესაც რომელიმე ოპოზიციონერი დაიწყებდა საუბარს შეეწყვერინებინა.
 
პოლიტიკური განცხადებები ისმოდა მოქმედი დირექტორებისგან – 9 წელი, 9 წელი… მოვინიშნე 49-ე და 180-ე სკოლის დირექტორები მთელი სამი წლის განმავლობაში ცხრა წელზე საუბრობდნენ. თვქნე, ძვირფასო კოლეგებო, "ჩვენზე უკეთესებო" რა არის ეს, ნორმალურია?! მათ ამ საქციელზე მარიამ ჯასისა და განათლების მინისტრის მხრიდან არანაირი რეაგირენბა არ მოჰყოლია. სამარცხვინო იყო ის რაც ვიხილეთ.
 
შეგახსენებთ, სისტემამ იმსხვერპლა ია კერზაია, მას შემდეგ რაც პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ წააგეთ ზუგდიდი დაახლოებით 15 000 ხმით, ამის შემდეგ მიევლინა ბატონი გახარია მეორე ტურში და დაიწყო მაშინ რეპრესიები.
 
აღმოჩნდა მეექვსე სკოლის დირექტორი, ქალბატონი ია კერზაია, რომელიც არ ემორჩილებოდა მათ. თქვა, რომ აგიტაციაში არ ჩაერთვებოდა. ამის თაობაზე ქალბატონი კერზაია სიცოცხლეშივე საუბრობდა. ამის შემდეგ რაღაც ანონიმური წერილი დაიწერა, რამდენიმე საათში ამ ბატონმა, რომელსაც რატომღაც ამ ბატონმა, რომელსაც რატომღაც მინისტრს ვეძახით, პირადად ჩემთვის ჩვეულებრივი დამნაშავე ხართ, სპეცჯგუფი მიავლინა და სიკვდილამდე მიიყვანა ქალბატონი.
 
გადადექით, ბატონო განათლების მინისტრო, ვინც თქვენ ჯერ ისევ მინისტრს გეძახით, ეს ტვირთი თქვენ მანამდე ვერ ჩამოგცილდებათ, სანამ მაგ სავარძელში ზიხართ,“- განაცხადა მელიამ.
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...