მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია დროს ითხოვს - დეპუტატი თვის ბოლოოს დაასახელებს როდის და რა...

ეკა ბესელია დროს ითხოვს – დეპუტატი თვის ბოლოოს დაასახელებს როდის და რა ფორმით დატოვებს პარტიას

Published on

ეკა ბესელია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დროს  ითხოვს. ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრმა დღეს განაცხადა, რომ თვის ბოლოს იტყვის, როდის და რა ფორმით დატოვებს მისსავე დაფუძნებულ პარტიას.
 
პოლიტიკურ გეგმებზე იურდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჯერ არ საუბრობს, თუმცა მისი მხარდამჭერების რაოდენობა ბესელიას საშუალებას აძლევს პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნას. მოჰყვება თუ რა ფრაქციას პარტია ამ კითხვაზე პასუხისგან დეპუტატი თავს იკავებს.
 
ის, რაც სამოქმედო გეგმაზე არ თქვა ეკა ბესელიამ, დააკონკრეტა მისმა თანამებრძოლმა დავით ჭიჭინაძემ. ჭიჭინაძე დღეს იმ სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც კობახიძე-მდინარაძის დაჯგუფებასთან დაპირისპირებულ დეპუტატებს ექნებათ. მომდევნო სამ კვირას ისინი "ქართულ ოცნებაში" მხარდამჭერების მობილიზებისთვის გამოიყენებენ და სავარაუდოდ "ოცნების" რიგებსაც არა ერთი არამედ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...