მთავარისიახლეებისაზოგადოება"უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში"- მიხეილ ბატიაშვილი

“უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში”- მიხეილ ბატიაშვილი

Published on

დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება,- ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.„სკოლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი მომავალი განათლების და ჩვენი რეფორმის, რომელზეც უნდა იდგეს მომავალი ქართული განათლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკოლის რეფორმის ფარგლებში რაზეც ვსაუბრობთ არის ხედვა, რომ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგივე საგაკვეთილო პროცესში, ანუ გარდა დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება , ანუ, ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ჩვენი მომავალი თაობის წარმატებას. საერთაშორისო პრაქტიკაც იმას საუბრობს, რომ დღევანდელი, თანამედროვე სკოლის მოდელები გარდა დაგროვებითი ცოდნისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამიტომ, ეს ვფიქრობთ, რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სკოლებში განხორციელდება. დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გადავა ზედა საფეხურებზე. ის იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ, მეტი ინტერესი გავუჩინოთ ცოდნისადმი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე, გამოკითხვაზე და გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის დაგროვებასთან ერთად იგივე ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ისეთი თაობა, რომელიც ორიენტირებულია არამარტო დასწავლაზე, არამედ ამ ცოდნის შეძენიდან კონკრეტული, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
 
მისივე თქმით, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2023-2024 წლებში აღნიშნული პროგრამა ყველა სკოლაში შევიდეს.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...