მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, წლის ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ თბილისს ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი...

,, წლის ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ თბილისს ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი ექნება “ – აცხადებს გიორგი გახარია

Published on

,, წელს ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, თბილისის ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი“ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ  დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების პრეზენტაციაზე, რომელიც  ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” მხარდაჭერით გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების დეპარტამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტის დაცვის პირდაპირ ვალდებულება ეკისრება. 2018 წელს საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ, ერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა -სარემონტო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, წესრიგში მოსაყვანი. რაც მთავარია დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში ინფრასტრუქურა აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი. კამერები მნიშვნელოვანია, რადგან ეს იცავს ადამიანის უფლებებს და ასევე, ჩვენს თანამშრომლებსაც. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ყველაზე დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება – თბილისს ექნება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი. აბსოლუტურად თანამედროვე და საკმაოდ დიდი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის უფლებების ნაწილში შესაბამისი სტანდარტის დაცვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ” განაცხადა გიორგი გახარიამ 

 
პრეზენტაციას  სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...