მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოხდა ზუგდიდის მეექვსე სკოლაში? - დღეს პარლამენტში განათლების მინისტრს...

რა მოხდა ზუგდიდის მეექვსე სკოლაში? – დღეს პარლამენტში განათლების მინისტრს მოუწვს პასუხი გასცეს კანონმდებლებს და ია კერზაიას შვილს ბაჩანა შენგელიას

Published on

დღეს მიხეილ ბატიაშვილი პირველი იქნება იმ მინისტრებს შორის, რომლებიც ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული მინისტრის საათის ფარგლებში კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.
 
„ეს იქნება 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და საუბარი შეეხება იმ რეფორმებს, რომელიც დაანონსდა. დეტალურად ვისაუბრებთ საგამოცდო პროცესზე, ინფრასტრუქტურაზე, სკოლის უსაფრთხოებაზე. 19:00 საათზე კი უმცირესობის მიერ ჩანიშნულია კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად გავივლით ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევას. ჩვენ გვსურდა 28 დეკემბერს მოგვესმინა განათლების სამინისტროს გენინსპექციის სამსახურის ანგარიში, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა არ მოგვცეს ამის საშუალება.  ამიტომ  მოხდება ქრონოლოგიური მოსმენა მინისტრისგან, თუ რა მოხდა ზუგდიდის მეექვსე სკოლაში  –  განაცხადაგანათლების კომიტეტის თავმჯდომარმ ე მარიამ ჯაშმა პარლამენტში პლენარული სესიის დაწყებამდე
 
 
საპარლამენტო უმცირესობის წევრები განათლების მინისტრისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადებიან. 
 
 .ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ განათლების ახლანდელი მინისტრი და ყოფილი მინისტრი პასუხისმგებელი პირები არიან, რომ საქართველო "ფრიდომ ჰაუსის" კვლევაში უარყოფით კონტექსტში მოხვდა. მისივე თქმით, კითხვების დიდი ნაწილი ია კერზაიას საქმეს შეეხება.  
 
“გარდა ამისა, განათლების მინისტრს, განსაკუთრებით წინა მინისტრს, მათ შორის ბევრ სხვა თანამშრომელს ამ სამინისტროდან მიუძღვით დიდი წვლილი დემირელის კოლეჯის განადგურებაში. შავი ზღვის უნივერსიტეტის ფაქტორმა გამოიწვია საქართველოს რეიტინგის კლება "ფრიდომ ჰაუსის" ბოლო კვლევაში. გარდა ამისა, პირდაპირ იკვეთება განათლების სამინსიტროს დანაშაული  ამ საარჩევნო პროცესისათვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა ქალბატონ ია კერზაიასთან დაკავშირებით და ბუნებრივია პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას,“-ამბობს გოცირიძე. 
 
„ამასთან დაკავშირებით კითხვები გვექნება პლენარულ სხდომაზე, შემდეგ კი კომიტეტის სხდომა მიეძღვნება ამ საქმის (ია კერზაიას) განხილვას. მეორე მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ მინისტრის პირობებში განათლების სამინისტროს უკიდურესი პოლიტიზირება მოხდა და რესურს ცენტრები პრაქტიკულად იქცა მასწავლებლებზე ზეწოლის ინსტრუმენტებად. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის დაანონსებული რეფორმა, რომელიც მარტო გამოცდების გაუქმებას ისახავს მიზნად ყოველგვარი ხედვის გარეშე,“-ამბობს ,, ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.
 
განათლების მინისტრის პასუხებს ია კერზაიას შვილიც მოისმენს. ბაჩანა შენგელია საკანონმდებლო ორგანოში დაესწრება როგორც პლენარულ სხდომას, ასევე საკომიტეტო მოსმენას. მას კომიტეტის სხდომაზე მინისტრისთვის კითხვების დასმაც შეეძლება. 
 
ბაჩანა შენგელიას თქმით, არაერთი კითხვა არსებობს, განსაკუთრებით ბევრ კითხვისნიშან ბადებს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროში ია კერზაიას საქმეზე შიდამოკვლევაც კი არ დაწყებულა. 
 
„ეს არის უბრალოდ ადამიანის მიმართ პირდაპირ გამიზნული პოლიტიკური დევნა, სპეცოპერაცია, რომელმაც მიიყვანა ეს ადამიანი გარდაცვალებამდე. ამ საქმეში არის გამოგონილი საჩივრის ავტორი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამ საქმეში არის უამრავი სხვა საეჭვო ვითარებები. აქ ჩართულიარესურს ცენტი ადგილობრივი, ზუგდიდის რესურსცენტრი, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ზეწოლას და რომელიც ეხმარებოდა ე.წ. ინსპექტირების სამსახურს, რომ ეს საქმე მიეყვანათ ბოლომდე და მაქსიმალურად ხისტი და მძიმე ყოფილიყო ეს დასკვნა, შესაბამისად ვაპირებთ ამ კითხვების დასმას. არის მთავარი შეკითხვა , რომ რას აპირებს განათლების მინისტრი, რა პასუხისმგებლობას აიღებს ის საკუთარ თავზე.“-ამბობს ბაჩანა შენგელია. 
 
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...