მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაუცბათევად დაანონსებული განათლების სისტემის რეფორმა ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ია კერზაიას საქმის...

“ნაუცბათევად დაანონსებული განათლების სისტემის რეფორმა ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ია კერზაიას საქმის გადაფარვა უნდოდათ”- სერგი კაპანაძე

Published on

ნაუცბათევად დაანონსებული განათლების სისტემის რეფორმა ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ია კერზაიას საქმის გადაფარვა უნდოდათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პლენარული სესიის დაწყებამდე განაცხადა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ რეფორმა დაგეგმილზე ადრე დაანონსდა, რადგან დღეს მინისტრისთვის დეპუტატებს მხოლოდ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის ირგვლივ არსებული კითხვები არ დაესვათ.
 
,,ჩვენ, რა თქმა უნდა, მწვავე კითხვები გვაქვს ია კერზაიას საკითხზე. ბოლო წლებში მოხდა განათლების სისტემის უკიდურესი პოლიტიზირება. რესურსცენტრები არიან პედაგოგებზე ზეწოლის ინსტრუმენტები და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
მისივე თქმით, დაანონსებული სქემა უნარების გამოცდის გაუქმების და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და გავს იმ სქემას, რომელიც იყო 2000-იან წლებში.
 
„ბავშვი მოუმზადებელი გამოვა სკოლიდან და ჩააბარებს უცნაური ფორმულით. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, მითუმეტეს, როდესაც გრანტის განაწილების სქემაზე პასუხებიარ გვაქვს", – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...