მთავარისიახლეებისაზოგადოებაიმ 50 ათას ბავშვს, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს,განათლება უნდა მივცეთ- ბატიაშვილი

იმ 50 ათას ბავშვს, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს,განათლება უნდა მივცეთ- ბატიაშვილი

Published on

50 ათასი ბავშვია, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
 
როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ეს ბავშვები განათლებაში უნდა დააბრუნონ, რისთვისაც მათ სამინისტრო როგორც პროფესიულ სასწავლებლებში უფასო სწავლებას, ასევე გადამზადების კურსს სთავაზობს.
 
„რომ დავთვალეთ რაოდენობრივად, ამ წლების განმავლობაში, მივიღეთ დაახლოებით 50 ათასი ბავშვი, რომელსაც სკოლა არ აქვს დამთავრებული. ეს მართლაც პრობლემაა ჩვენთვის. ვიმუშავეთ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივხედოთ ამ 50 ათას ბავშვს. ჩათვალეთ ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რომელიც დავტოვეთ გარეთ განათლების გარეშე. რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? – ერთია პროფესიული პროგრამები და ახლა ვმუშაობთ. ეს ბავშვები უნდა დავაბრუნოთ. ვმუშაობთ შევქმნათ საკონსულტაციო სივრცეები და გავაჩინოთ რამდენიმე ალტერნატივა. ერთი ალტერნატივა არის პროფესიული სასწავლებლები, სადაც მზად ვართ ამ ბავშვებს სწავლა დავუფინანსოთ და მეორეა გადამზადების კომპონენტი, რომელსაც 1-ელი მარტიდან ვუშვებთ და ასეთი კომპონენტები ყოველთვიურად დაემატება. ბავშვებს მივცემთ საშუალებას გარკვეული მიმართულებით პროფესიებში, სადაც შესაძლებელია ნაკლებ დროში მიიღონ ცოდნა, გადამზადებას შევთავაზებთ.
 
1-ელ მარტს ცხადდება გადამზადების კურსი, მაგალითად, როგორიც არის მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ბაზებზე შევთავაზებთ მათ თუნდაც პროფესიული სასწავლებლების ან გადამზადების კუთხით სწავლას. ვაცნობიერებთ, რომ გადასაჭრელი გვაქვს ეს პრობლემა, რადგან უზარმაზარი რიცხვია“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...