მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დღეს გვყავს მრავალდიპლომიანი, უვიცი ადამიანები, ასე სიღარიბეს დიდხანს ვერ დავძლევთ'' - ...

,,დღეს გვყავს მრავალდიპლომიანი, უვიცი ადამიანები, ასე სიღარიბეს დიდხანს ვერ დავძლევთ” – სალომე სამადაშვილი განათლების მინიტრს მიმარტავს

Published on

დღეს გვყავს მრავალდიპლომიანი, უვიცი ადამიანები, ასე სიღარიბეს დიდხანს ვერ დავძლევთ –  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილიმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განათლების მინისტრს მოუსმინეს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მკაფიო პასუხები ვერ მიიღეს.  
 
მე პირადად ბევრი შეკითხვა დამრჩა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როგორ ვაპირებთ, რომ გავაუმჯობესოთ ან საშუალო განათლების ხარისხი ან უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ დამეთანხმებით, რომ ეს არის ერთერთი მთავარი პრობლემა. 
 
დღეს ჩვენ საერთაშორისო შეფასებებით გვაქვს ქვეყანაში უკვე გამოწვევა წერა-კითხვის ცოდნაც კი, პიზას შეფასებებს ვგულისხმობ. ასევე, ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ყველა ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს იმას, რომ დიპლომი აიღოს.
როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი, როგორც წესი, ვერ იღებს დიპლომს. შედეგად, ჩვენ გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები და ეს, რა თქმა უნდა, ქმნის იმ პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას ასეთი უვიცი, დიპლომირებული საზოგადოების პირობებში ” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 
 
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...