მთავარისიახლეებიპოლიტიკაანონიმური წერილის გამო ეგზეკუცია რომ შეუშვით სკოლაში, გეცადათ დაგედგინათ, მართლა...

ანონიმური წერილის გამო ეგზეკუცია რომ შეუშვით სკოლაში, გეცადათ დაგედგინათ, მართლა არსებობდა თუ არა ეს ლავრენტი ქირია – სერგი კაპანაძის შეკითხვა მინისტრს

Published on

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე – პარლამენტში დეპუტატების კითხვებს განათლების მინისტრი პასუხობს.
 
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა , სერგი კაპანაძემ მინისტრს შეკითხვა  ია კერზაიას სკოლასთან დაკავშირებით შესულ ანონიმურ წერილთან დაკავშირებით დაუსვა
 
დეპუტატის თქმით, მინისტრმა მყისიერი რეაგირება მოახდინა ანონიმურ წერილზე და არ დაინტერესდა, რეალურად არსებობდა თუ არა ანონიმური წერილის ავტორი.
 
სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა და ამის უკან სავარაუდოდ, შს მინისტრი ან „ოცნების“ სხვა წარმომადგენელი იყო.
 
„ია კერზაიას საქმზე მინდა გკითხოთ – ლავრენტი ქირიას წერილი, რომ შემოგივიდათ, პირადი ნომრის გარეშე, არასწორი მისამართით, მერე საერთოდ პასუხი რომ გაეცით ლავრენტი ქირიას, შეეცადეთ, დაგედგინათ მართლა არსებობდა თუ არა. თუ პირდაპირ თქვენმა თანამშრომელმა ან შეიძლება სხვა უწყების თანამშრომელმა დაწერა ეს ანონიმური წერილი. ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის საფუძველზე, სანიმუშო სკოლაში, მათ შორის, ეს სკოლა იმ სკოლებს შორის არის ახლა პილოტირებას რომ აპირებთ, ერთ-ერთი სკოლა არის მეექვსე სკოლა. ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის გამო ეგზეკუცია, რომ შეუშვით თქვენი ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, რომ მოგვაწოდოთ და ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თუ ეს იყო შს მინისტრი, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წარმომადგენელი,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...