მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ამ საქმეში არის უამრავი სხვა საეჭვო ვითარებები" - განათლების მინისტრს კითხვებს ია...

“ამ საქმეში არის უამრავი სხვა საეჭვო ვითარებები” – განათლების მინისტრს კითხვებს ია კერზაიას შვილიც დაუსვამს

Published on

განათლების მინისტრის პასუხებს ია კერზაიას შვილიც მოისმენს. ბაჩანა შენგელია საკანონმდებლო ორგანოში დაესწრება როგორც პლენარულ სხდომას, ასევე საკომიტეტო მოსმენას. მას კომიტეტის სხდომაზე მინისტრისთვის კითხვების დასმაც შეეძლება. 
 
ბაჩანა შენგელიას თქმით, არაერთი კითხვა არსებობს, განსაკუთრებით ბევრ კითხვისნიშან ბადებს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროში ია კერზაიას საქმეზე შიდამოკვლევაც კი არ დაწყებულა. 
 
„ეს არის უბრალოდ ადამიანის მიმართ პირდაპირ გამიზნული პოლიტიკური დევნა, სპეცოპერაცია, რომელმაც მიიყვანა ეს ადამიანი გარდაცვალებამდე. ამ საქმესი არის გამოგონილი საჩივრის ავტორი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამ საქმეში არის უამრავი სხვა საეჭვო ვითარებები. აქ ჩართულიარესურს ცენტი ადგილობრივი, ზუგდიდის რესურსცენტრი, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ზეწოლას და რომელიც ეხმარებოდა ე.წ. ინსპექტირების სამსახურს, რომ ეს საქმე მიეყვანათ ბოლომდე და მაქსიმალურად ხისტი და მძიმე ყოფილიყო ეს დასკვნა, შესაბამისად ვაპირებთ ამ კითხვების დასმას. არის მთავარი შეკითხვა , რომ რას აპირებს განათლების მინისტრი, რა პასუხისმგებლობას აიღებს ის საკუთარ თავზე.“-ამბობს ბაჩანა შენგელია.

სიახლეები

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...