მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის საგანგებო სხდომა დაიწყო. არ გამოირიცხება გედევან ფოფხაძემ...

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის საგანგებო სხდომა დაიწყო. არ გამოირიცხება გედევან ფოფხაძემ და სხვა დეპუტატებმა სხდომა დემარშით დატოვონ.

Published on

 "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის საგანგებო  სხდომა დაიწყო.
 
როგორც მოსალოდნელია, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები  მმართველ გუნდში არსებული შიდა პრობლემები და მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები იქნება.  არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, შეხვედრაზე საუბარი პარტიიდან გედევან ფოფხაძის გარიცხვასაც შეეხოს. გუშინ ფოფხაძემ პოლიტსაბჭოს საგანგებო გზავნილიდან გამომდინარე პარტიიდან წასვლა კიდევ ერთხელ დაანონსა. არ გამოირიცხება სხდომა გედევან ფოფხაძემ და სხვა დეპუტატებმა დემარშით დატოვონ. შეხვედრას ესწრება ეკა ბესელიაც, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
 
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ. “ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ისინი აპირებენ ყურადღება გაამახვილონ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის და შეუთავსებელია საზოგადოების მოთხოვნასთან.
 
ასევე ყურადღებას გაამახვილებენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
 
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
 
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური შტურმი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც სჭირდება რეაგირება, მიზანი რაც არის ამ შტურმის, არის, ალბათ, ცხადი – მიზანი არის პოლიტიკური რევანში, რასაც ესწრაფვის მთავარი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დგას ამ პოლიტიკური შტურმის უკან,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...