მთავარისიახლეებისამართალიმეუფე პეტრე: ,,მე ვისურვებდი, რომ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ ღირსეული სასულიერო პირების რიგი...

მეუფე პეტრე: ,,მე ვისურვებდი, რომ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან”

Published on

მეუფე პეტრე გამოეხმაურa TV პირველის გადაცემა ,,რეაქციაში'' საპატრიარქოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია გიორგი მამალაძის ზიარება, თუმცა, ეს სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება.
 
,,მე ვისურვებდი, რომ [საპატრიარქოს განცხადების შემდეგ] ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან.
 
საერთოდ, დღემდე არათუ ზიარება, სასულიერო პირებს არ უშვებდნენ მასთან, აი, ჩემგან რამდენიმე სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი, რომ მამაოს გასაუბრებოდა, ენუგეშენებინა, პირადად მოესმინა მისთვის და უთხრეს, რომ პატრიარქის კურთხევის გარეშე აღარ შეგიშვებთ, არათუ საზიარებლად, მღვდლებს აღარ უშვებდნენ ”- განაცხადა  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
 
შეგახსენებთ, საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ გაცხადებაში, რომელშიც   დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით კარვების დადგმა "ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახედ" არის შეფასებული, ნათქვამია: 
 
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს.
 
სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც.
 
ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა" – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...