მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ მაჩალიკაშვილი: ,,ამ ხელისუფლების მე საერთოდ არ მჯერა, მე კი არა ქვეყნის...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ,,ამ ხელისუფლების მე საერთოდ არ მჯერა, მე კი არა ქვეყნის 80%-ს არ სჯერა. ეს არის კრიმინალების ბრბო”

Published on

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში წერილი შეიტანა.
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.მისი თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს ერთი წლის წინ, პანკისში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის დეტალები, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა და დადგეს დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
 
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის ხელისუფლებას არ ენდობა და დარწმუნებულია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი პოლიტიკური პარტია ხელს შეუშლის, მაგრამ მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.
 
„მე ნაკლებად მაქვს იმედი შეეცდებიან, რომ არ შეიქმნას ეს კომისია ამ ხელისუფლების მე საერთოდ არ მჯერა, მე კი არა ქვეყნის 80%-ს არ სჯერა. ეს არის კრიმინალების ბრბო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რომ ეს ბავშვი არის უდანაშაულო,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...